Friday, April 24, 2015

გამწვანება

    გამწავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გარემოს დაცვისა. თიოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ კეთილ საქმეში. დავფიქრდეთ, იმაზე თუ ყოველწლიურად რამდენი ხე იჩეხება. ის ადგილი ხომ უნდა შეივსოს, რათა არ მოხდეს ეროზია და სხვა მრავალი უარყოფითი მოვლენები. ხეებს მრავალი დანიშნულება აქვთ: ფესვებით წყალს  აკავებს და რაც ყველაზე მთავარია ცოცხალი ორგანიზმებისთვის ჟანგბადს გამოყოფს.
    დმანისის რაიონის სოფელ მაშავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დარგეს ცაცხვის, ფიჭვის და იფნის ხეები სკოლის ეზოში. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ვიმედოვნებ ყველა ჩაერთვება ამ კეთილ საქმეში. 
    ადამინებს უნდა მოვუწოდოთ, რაც შეიძლება რაციონალურად გამოიყენონ ბუნებრივი რესურსები და ერთი ხელის მოსმით არ გაანადგურონ.







1 comment:

  1. ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვები პატარა ასაკიდანვე ეჩვევიან ბუნების დაცვას და მოფრთხილებას. ხალხმრავალ დაწესებულებებთან და მითუმეტეს სკოლასთან აუცილებლად უნდა დაირგოს ხეები და მოხდეს გამწვანება. მიველამები თქვენს გამწვანების აქციას და ყველა სკოლას მოვუწოდებ იგივე საქციელისკენ!! მშვენიერი პოსტია!

    ReplyDelete